Accessibility links

site logo site logo

”IPSOS-გლობალის" ეგზიტპოლის საბოლოო შედეგით: "ქართული ოცნება“ - 38.5%, ენმ - 31.9%


Georgia - Tbilisi mayoral elections.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ”IPSOS-გლობალის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“, 20:00 საათის მონაცემებით, თბილისში ხმების 38.5 % მიიღო; ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 31.9%.

მცირედი ცვლილებები აღინიშნება 17:00 საათის მონაცემებთან შედარებით. დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის პირველ ადგილზე კახა კალაძემ გადაინაცვლა, თუმცა კვლავაც იკვეთება მეორე ტურის საჭიროება.

თბილისში ხმები ასე გადანაწილდა:

  • 40.5% - კახა კალაძე
  • 39.9% - ნიკა მელია
  • 8.9% - გიორგი გახარია

პოლიტიკური პარტიების პროცენტული მაჩვენებლები შემდეგია:

  • „ქართული ოცნება“ - 38.5%;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 31.9%;
  • გიორგი გახარია - საქართველოსთვის -7.7 %;
  • ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი მეტი თავისუფლება - 4.8%;
  • „ლელო“ - 3,7%;
  • ანა დოლიძე - „ხალხისთვის“ – 2.3%;
  • „გირჩი“ – 2.2%;
  • „მოქალაქეები“ – 1.3%;
  • ევროპული საქართველო - 1%;
  • სხვა პარტიები - 6.6%

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ”IPSOS-გლობალმა" თბილისის მასშტაბით 2500 ამომრჩეველი გამოკითხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG