Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"Edison Research"-ის სრული ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ - 46%; ენმ -33%


ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით "Edison Research"-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის 20:00 საათის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ - 46%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 33% მიიღო.

საქართველოს მასშტაბით, პარტიებს შორის პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ - 46%;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 33%;
  • „საქართველოსთვის“ - 6%;
  • „ევროპული საქართველო“ - 2%;
  • „ლელო“ - 2%;
  • „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 2%;
  • „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 1%;
  • „მოქალაქეები“ - 1%;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ - 1%;
  • „ლეიბორისტული პარტია“ - 1%;
  • „დროა“ - 1%;
  • „გირჩი“ - 1%;
  • „მოძრაობა ხალხისთვის“ - 1%.

თბილისის მასშტაბით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო - 41%, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 31%, ხოლო პარტიამ „საქართველოსთვის“ – 7%.

დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის პირველი სამეულის შედეგი ასეთია:

  • კახა კალაძე - 44%
  • ნიკა მელია - 40%
  • გიორგი გახარია - 7%

ეგზიტპოლის შედეგით, თბილისში მეორე ტურის საჭიროება გამოიკვეთა.

XS
SM
MD
LG