Accessibility links

site logo site logo

ანა წითლიძე: გადმომცეს იმ უბნების ოქმები რომლებსაც მე ვასახელებდი


ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიიდან გამოსულმა საქართველოს პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძემ თქვა, რომ გადასცეს საუბნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, რომლებსაც მოითხოვდა.

„მას შემდეგ, რაც ისინი გავასაჯაროეთ, შემიძლია, გითხრათ, რომ ეს არის ჩვენი პირველი გამარჯვება. ეს ოქმები მოგვცეს ჩვენ“, - თქვა წითლიძემ. მისი ინფორმაციით, გრძელდება საოლქო კომისიაში შემაჯამებელი ოქმების მიტანა.

როგორც წითლიძე ამბობს პროცესს თვალ-ყურს ადევნებს ადევნებს ეუთო/ODIHR-ის მისია. „მისი წარმომადგენლები იქნებიან და დააკვირდებიან ამ პროცესს. მათ მივაწოდე ინფორმაცია. სანამ ბოლო ოქმს არ ჩავიბარებთ, მანამდე ვიქნებით ქალბატონი მირანდა მესხის, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო ოთახში“, - თქვა წითლიძემ.

როგორც დეპუტატი ამბობს, ამჟამად პრობლემა შეიქმნა #61 უბანზე და მის გამოსწორებას ცდილობს.

ანი წითლიძე აცხადებდა, რომ ზუგდიდის #88, #63, #66, #40 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები საოლქო კომიიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ბრძანებით, ხელს არ აწერდნენ შემაჯამებელ ოქმებს. როგორც წითლიძე აღნიშნავდა, ამ უბნებში ოპოზიცია ლიდერობდა.

ზუგდიდში მიმდინარე პროცესებს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი.

„ხედავთ ახლა განსაკუთრებით რა ხდება ზუგდიდში, ასეთივე სიტუაცია არის ბევრ სხვა უბანზე. არის პირდაპირი მცდელობა რამენაირად ჩაშალონ უბანზე დათვლის შესაძლებლობები. ვნახეთ, მათ შორის, პირდაპირ ეთერში, რომ უბნის წარმომადგენლებს არ უშვებდნენ ბიულეტენებით, რომ ოქმები მიეტანათ საოლქო კომისიაში“, - თქვა პაპუაშვილმა.

დეპუტატის შეფასებით, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლას და პროცესის ჩაშლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG