Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა შესაძლოა საწვრთნელი სამხედრო მისია აამოქმედოს უკრაინის ტერიტორიაზე


უკრაინელი ჯარისკაცი დონბასის ფრონტის ხაზზე
უკრაინელი ჯარისკაცი დონბასის ფრონტის ხაზზე

ევროკავშირმა შესაძლოა სამხედრო საკონსულტაციო და საწვრთნელი მისია (EUATM) აამოქმედოს უკრაინის ტერიტორიაზე. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ველტ ამ ზონტაგი“ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახურის შიდა სამუშაო დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ჟურნალისტების თანახმად, ასეთი მისიის შექმნას დაჟინებით მოითხოვენ ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე რუმინეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი, რომლებსაც მხარს უჭერენ საფრანგეთი და შვედეთი.

უწყებრივ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ EUATM-ის მისიის შექმნა იქნება კიევის მიმართ სოლიდარობის ხაზგასმა იმ ფონზე, როდესაც გრძელდება რუსეთის მზარდი აქტიურობა უკრაინის საზღვართან და ასევე ოკუპირებულ ყირიმში.

„ველტის“ ცნობით, სამხედრო მისიის შექმნის შესახებ ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ჟოზეპ ბორელს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამაც, მიმართა თხოვნით.

2014 წლის გაზაფხულზე რუსეთმა ჯერ ყირიმის ანექსია მოახდინა, შემდეგ კი უკრაინის ტერიტორია უკანონო რეფერენდუმის გზით მიიერთა.
კონფლიქტი გრძელდება აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტულ ძალებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის მიმდინარე ბრძოლების შედეგად 13 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG