Accessibility links

site logo site logo

ღარიბაშვილი პირველ ტურში კალაძის ვერგამარჯვების მიზეზებს ასახელებს


ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე.

თბილისის მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატის კახა კალაძის მიერ პირველ ტურში 50%-იანი ბარიერის ვერგადალახვის მიზეზებს ასახელებს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ასახელებს.

„მოსახლეობის უმრავლესობას ალბათ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ კახა გავიდოდა, პირველივე ტურში, გაიმარჯვებდა. მეორე ის, რომ ძალიან ბევრი ჩვენი ამომრჩევლის განწყობები, რაც მე მომდის, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ჩავსვით ციხეში, 1 ოქტომბერს, ბევრი დამშვიდდა, ასე ვთქვათ, დაწყნარდა ჩვენი ამომრჩეველი. მათ შორის, თქვეს, რომ რაღა აზრი აქვს არჩევნებზე მისვლას, ისედაც ამათ გარანტირებული აქვთ მოგება“, - თქვა ღარიბაშვილმა და განაგრძო, - „მეორე ის, რომ იმდენად პოლიტიზებული იყო მთელი საარჩევნო კამპანია, რომ არავითარი შინაარსობრივი განხილვა არ მიმდინარეობდა არავითარი დებატი საკითხების ირგვლივ. იყო მხოლოდ პირადი შეურაცხყოფები“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით, თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება კახა კალაძისა (44.97%) და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, ნიკა მელიას (33.98) მონაწილეობით.

„შეიძლება მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება მუშაობის პროცესშიც ყველა აქტუალურ საკითხზე შესაბამისი ყურადღება ვერ გავამახვილეთ. ამისთვის ბოდიში“, - თქვა კახა კალაძემ მეორე ტურში გასვლის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG