Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩია ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფუმიო კისიდა


ფუმიო კისიდა
ფუმიო კისიდა

იაპონიის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩია 64 წლის ფუმიო კისიდა, რომელიც ადრე საგარეო საქმეთა სამინისტროს ედგა სათავეში.

კისიდას წინამორბედი იოსიჰიდე სუგა ერთი წელი იმყოფებოდა ამ თანამდებობაზე და გადადგა მემარჯვენე ლიბერალურ-დემოკრატული პარტიის რეიტინგის მკვეთრი ვარდნის გამო.

კისიდა იაპონიის რიგით მე-100 პრემიერ-მინისტრია. ის სათავეში ჩაუდგა ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას და გადაწყვეტილი აქვს, მას გამარჯვება მოუპოვოს ნოემბრის საყოველთაო არჩევნებში. კისიდა პირობას დებს, რომ მილიარდობით დოლარს დახარჯავს იაპონიის ეკონომიკის აღსადგენად და რომ წინ აღუდგება ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე საფრთხეს.

ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის რეიტინგი დაეცა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ტოკიოში ოლიმპიური თამაშები გაემართა მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის გავრცელებით შეშფოთებული მოსახლეობა პროტესტს აცხადებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG