Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა განაცხადა, რომ პირველად გაუშვა ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონი“ წყალქვეშა ნავიდან


"ცირკონის" გაშვება ფრეგატიდან 2019 წ. 19 ივლისს.
"ცირკონის" გაშვება ფრეგატიდან 2019 წ. 19 ივლისს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პირველად განხორციელდა ჰიპერბგერითი რაკეტა „ციკლონის“ გაშვება წყალქვეშა ნავიდან. მანამდე „ცირკონი“ ფრეგატ „ადმირალ გორშკოვიდან“ გაუშვეს თეთრ ზღვაში.

გასროლა მოხდა ატომურ წყალქვეშა ნავ „სევეროდვინსკიდან“ ბარენცის ზღვის აკვატორიაში. როგორც თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. სამინისტრომ გამოაქვეყნა „ცირკონის“ გაშვების კადრები.

შეიარაღების ახალი სისტემების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალურ შეკრებას 2018 წლის 1 მარტს განუცხადა. მომდევნო წელს მან განაცხადა, რომ შექმნილია ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონი“, რომელსაც, პუტინის თქმით, უნარი შესწევს, ათას კილომეტრზე უფრო შორ მანძილზე გაანადგუროს სამიზნე და საათში ათი ათას კილომეტრზე მეტი სიჩქარის განვითარება შეუძლია. როგორც რაკეტის შემქმნელები ამბობენ, ეს პარამეტრები მას არსებული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებისთვის მიუღწეველს ხდის.

XS
SM
MD
LG