Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული, აუცილებელია პოლარიზების გადალახვა, სტრუქტურული რეფორმების გატარება


ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლობა, ისევე როგორც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ბიურო, თვლის, რომ ადგილობრივი არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს, მთლიანობაში კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ მთელ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური პოლარიზების ფონზე ჩატარდა და შეინიშნა არაერთი ნაკლოვანება.

მნიშვნელოვანია, რომ ნაკლოვანებანი აღმოიფხვრას მეორე ტურში.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ იმუშაოს პოლარიზების და არსებითი აზრთა სხვადასხვაობის გადალახვისთვის საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატიის კონსოლიდირების ინტერესებიდან გამომდინარე და რეფორმებისადმი ერთგულების დასამტკიცებლად.

ბოლოს, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი ღრმად არის დარწმუნებული, რომ ყველა პოლიტიკური სუბიექტი 19 აპრილის შეთანხმებაში წარმოდგენილი ღრმა სტრუქტურული რეფორმების ერთგული უნდა დარჩეს.

საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობის გაღრმავების გასაღებად ბრიუსელში მიაჩნიათ კანონის უზენაესობა და სასამართლო რეფორმები.

19 აპრილის შეთანხმების შესაბამისი სასამართლო რეფორმები ევროკავშირის საკვანძო პრიორიტეტს წარმოადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG