Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერის არჩევნები - არ ვიცით ვინ გაიმარჯვებს, მაგრამ დამარცხებული წინასწარ ცნობილია


ავტორი: გიორგი მიქელაძე

ადრე თუ გვიან გავიგებთ ვინ გაიმარჯვებს თბილისის მერის არჩევნებში, მაგრამ დამარცხებული უკვე ცნობილია და ეს ყველა შემთხვევაში ქალაქი თბილისი იქნება. არ მესმის რატომ უნდა დაესახელებინა ნაციონალურ მოძრაობას ნიკანორ მელია - ადამიანი სათანადო სამეურნეო გამოცდილების გარეშე ან ოცნებას კახი კალაძე, რომელიც გაცილებით უკეთესი ფეხბურთელი იყო, ვიდრე თბილისის მერი.

ხმის მიცემა მხოლოდ პარტიული ხაზით ხდება და ამდენად ორივე მხარეს შეეძლო კვალიფიცირებული, სათანადო გამოცდილების მქონე კანდიდატები შეერჩიათ და ამით ეჩვენებინათ, რომ მათთვის ქალაქის ბედიც მნიშვნელოვანია. პოლიტიკა ერთია და თბილისის მართვა მეორეა ( ნიკანორ მელიას შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო მძიმედ არის - გამარჯვების შემთხვევაში ან ცუდი მერი იქნება ან პარტიის ცუდი თავმჯდომარე).

რეალურად გამოდის, რომ არავის არ აღელვებს ქალაქის ბედი და მხოლოდ პოლიტიკური გამარჯვება არის მთავარი მიზანი. უმეტესობამ, ვინც დღეს თბილისის მერობაზე ხმა მისცა ან ერთ ან მეორე კანდიდატს, ეჭვი მეპარება რომ მათი პროგრამების შესახებ იცოდა რამე და ამ პროგრამების სუსტი და ძლიერი მხარეების შედარების საფუძველზე მიიღო თავისი გადაწყვეტილება. არადა ჩვენი დედაქალაქის ბედი მათზეა დამოკიდებული და ეს ფაქტი არც ნაციონალური მოძრაობის და არც ოცნების მმართველ წრეებს არ აღელვებდა. თბილისი კი ნელ ნელა თავის სახეს კარგავს და ეს ცვლილებები შეუქცევად ხასიათს ღებულობს. და ეს მარტო თბილისს არ ეხება.

ნეტავ თუ დადგება ოდესმე დრო როდესაც ასეთ თანამდებობებზე წარვადგენთ ადამიანებს რომლებიც ამ თანამდებობებს შეესაბამებიან არა მარტო თავისი პარტიული კუთვნილებით, არამედ სათანადო ცოდნა და გამოცდილებაც ექნებათ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG