Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწყობრიდან გამოვიდა Facebook-ი, Instagram-ი და WhatsApp-ი


Facebook-ი და მისი შეტყობინებების გაცვლის პროგრამები 4 ოქტომბერს მასობრივად გაითიშა, რაც ათეულ მილიონობით მომხმარებელს შეეხო. მწყობრიდან გამოვიდა ასევე Facebook-ის შიდა სისტემა, რომელსაც მისი თანამშრომლები იყენებენ.

„ვიცით, რომ ხალხს გაუჩნდა ჩვენს დამატებებსა და პროდუქტებზე წვდომის პრობლემები“, - დაწერა ტვიტერზე Facebook-ის წარმომადგენელმა, ენდი სტოუნმა.

Facebook-ი სერიოზულ კრიზისს განიცდის მას მერე, რაც მამხილებელმა, Facebook-ის პროდუქტების ყოფილმა მენეჯერმა, ფრენსის ჰაუგენმა, აშშ-ის მედია ამცნო შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომ კომპანიამ იცოდა იმ ზიანის შესახებ, რომელსაც მისი პროდუქტები იწყვევენ, და ასევე იმ ზიანის შესახებ, რომელსაც Instagram-ი მოზარდ გოგონებს აყენებს. 37 წლის მამხილებელი, ჰაუგენი, მუშაობდა Google-სა და Pinterest-ში CBS-ის პროგრამა „60 წუთს“ უთხრა, რომ Facebook-ი მნიშვნელოვანად უარესია, ვიდრე ის, რაც მანამდე უნახავს.

Facebook-ზე მზარდი საზოგადოებრივი ზეწოლაა, რომ არ იქცეს პლატფორმად, რომლის საშუალებითაც შეიძლება გავრცელდეს დეზინფორმაცია, სიძულვილი და შინაარსი, რომელიც საზიანოა ბავშვებისთვის.

XS
SM
MD
LG