Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ


რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის, სალომე ჩხეიძის თქმით, აფეთქება, რომელსაც ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, საწარმოო პროცესის დროს უშუალოდ საამქროში არ მომხდარა.

„ინციდენტი საღამოს 6 საათზე მოხდა. მაგრამ ეს არ იყო დაკავშირებული საწარმოო პროცესთან. ტრაგედიის მიზეზებს გამოძიება სწავლობს“, - ამბობს სალომე ჩხეიძე.

მისივე თქმით, საწარმოში შრომის ინსპექცია ჯერჯერობით არ შესულა.

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა. უბედურ შემთხვევას იქ დასაქმებული 59 წლის კაცი ემსხვერპლა. გარდაცვლილი იმ საამქროში მუშაობდა, სადაც ჯართის დაჭრა და დახარისხება ხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 59 წლის მამაკაცის დაღუპვის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლით, რაც შრომის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG