Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ სიუკურო მანაბე, კლაუს ჰასელმანი და ჯორჯო პარიზი


2021 წელს ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ სიუკურო მანაბე, კლაუს ჰასელმანი და ჯორჯო პარიზი „კომპლექსური ფიზიკური სისტემების გაგებისთვის“, მათ შორის, დედამიწის კლიმატისა და პლანეტების მოძრაობისა. ამის შესახებ ნობელის კომიტეტმა განაცხადა სტოკჰოლმში.

სიუკურო მანაბე და კლაუს ჰასელმანი დააჯილდოვეს „დედამიწის კლიმატის ფიზიკური მოდელირებისა და გლობალური დათბობის სანდო ანალიზისთვის“. ჯორჯო პარიზის ნობელის პრემია მიენიჭა „იმის აღმოჩენისთვის, როგორ ურთიერთმოქმედებენ წესრიგი და ფლუქტუაცია ფიზიკურ სისტემებში ატომებიდან პლანეტებამდე“.

გუშინ ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემია ამერიკელებს, დევიდ ჯულიუსსა და არდემ პატაპუტიანს მიენიჭათ ტემპერატურისა და შეგრძნების რეცეპტორების აღმოჩენისთვის.

6 ოქტომბერს ნობელის კომიტეტი დაასახელებს წლევანდელ ლაურეატს ქიმიის დარგში, 7 ოქტომბერს კი გამოვლინდება პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში. 8 ოქტომბერს ოსლოში დაასახელებენ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს, 11 ოქტომბერს კი ალფრედ ნობელის ხსოვნის პრემია გაიცემა ეკონომიკის დარგში.

პანდემიის გამო წელს, შარშანდელის მსგავსად, ლაურეატებს პრემიებს გადასცემენ იმ ქვეყნებში, სადაც ისინი ცხოვრობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG