Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა ფლორინ კიცუს მემარჯვენე-ცენტრისტულ მთავრობას


ფლორინ კიცუ
ფლორინ კიცუ

5 ოქტომბერს რუმინეთის პარლამენტმა ხმების დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრ ფლორინ კიცუს მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის გადადგომას.

კიცუს მთავრობის დამხობამ შესაძლოა ევროკავშირის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში გააღრმაოს კრიზისი, რომელიც დაკავშირებულია COVID-19-ის მეოთხე, ჯერჯერობით ყველაზე მსხვერპლიან ტალღასთან. პრობლემებს ქმნის ასევე ენერგომატარებლების ფასის ზრდა მოახლოებული ზამთრის წინ.

49 წლის კიცუ - აშშ-ში განათლებამიღებული ბანკირი - შარშან დეკემბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არის პრემიერ-მინისტრი. მაგრამ ის უკვე მიატოვა პარტნიორმა მემარჯვენე-ცენტრისტულ კოალიციაში. მას მწვავედ აკრიტიკებენ მემარცხენეები.

მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტია USR-მ გასულ თვეში დატოვა სამთავრობო კოალიცია, მისი თქმით, კიცუს „დიქტატორული ქცევის“ გამო, როცა მან USR-ის რამდენიმე წევრი გაათავისუფლა მთავრობიდან, მათ შორის, იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრები.

USR 5 ოქტომბერს შეუერთდა რადიკალურ ნაციონალისტურ პარტია AUR-ს, რათა მხარი დაეჭირა მთავრობის მიმართ უნდობლობის ვოტუმისთვის, რომელიც სოციალ-დემოკრატების მიერ იყო ინიცირებული.

XS
SM
MD
LG