Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენმ-ის წარმომადგენლის თქმით, მცხეთის #9 უბნის დალუქული კონვერტები გახეულია


მცხეთის #27 საარჩევნო ოლქის #9 უბანში დაძაბული ვითარებაა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა თამარ ზერეკიძემ, დალუქული კონვერტები, რომლებშიც კენჭისყრის შემდეგ დათვლილი ბიულეტენები მოათავსეს, გახეულია.

„ბალანსი არ დაჯდა მაჟორიტარულ ოქმში და ამაზე გვქონდა საჩივარი დაწერილი. დღეს გაიხსნა უბნის მასალები და აღმოჩნდა, რომ დალუქული კონვერტები, რომლებშიც ბიულეტენები იყო მოთავსებული, უკლებლივ ყველა გახსნილია. დათვლილი ბიულეტენები უბნიდან ოლქში ხომ მოდის, უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. ახლა, როდესაც გაიხსნა დალუქული ტომარა, აღმოჩნდა, რომ ყველა კონვერტი, რომლებშიც ბიულეტენები დევს, იყო გახეული, გაგლეჯილი. სავარაუდოდ, ბიულეტენები ჩაყარეს“, - გვითხრა თამარ ზერეკიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შედეგების გაუქმებას მოითხოვს. როგორც თამარ ზერეკიძე ამბობს, ამჟამად საუბნო საარჩევნო კომისიამ დაიწყო ბიულეტენების დათვლა.

XS
SM
MD
LG