Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ხათუნა რაზმაძე გახდა


ხათუნა რაზმაძე
ხათუნა რაზმაძე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთი ფინალისტიდან დღეს, 5 ოქტომბერს დაასახელეს გამარჯვებული. ჯილდოს მფლობელი გახდა თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა რაზმაძე.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. წელს საქართველოში უკვე მეხუთედ გაიმართა დაჯილდოება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა. კონკურსის გენერალური სპონსორია სწორედ, „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი. მისი მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.

5 ოქტომბერი მასწავლებლის მსოფლიო დღეა.

XS
SM
MD
LG