Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის საბავშო ბაღების ნაწილში სააღმზრდელო პროცესი 6 ოქტომბრიდან განახლდება


გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, გორის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 6 ოქტომბრიდან განახლდება. შეფერხების მიზეზი ბუნებრივ აირთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემები იყო, რაც უკვე გამოსწორებულია ქალაქის მასშტაბით. თავზარაშვილის თქმით, სოფლების საბავშვო ბაღებში, ხარვეზების აღმოფხვრა ეტაპობრივად განხორციელდება და სააღმზრდელო პროცესიც უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„გაზთან დაკავშირებით იყო ტექნიკური შეფერხება, კერძოდ, ზოგიერთ ბაღში რეკომენდებული არ იყო იმ გათბობის საშუალებების მოხმარება, რაც გვქონდა და მათი შეცვლა გახდა საჭირო. ქალაქის ბაღებში ხვალიდან განახლდება სწავლა, სოფლებში კი ეტაპობრივად უახლოეს პერიოდში", – აცხადებს მოქმედი მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომ 4 ოქტომბრიდან საბავშო ბაღები მუშაობას განაახლებდნენ, გარდა იმ ბაღებისა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

4 ოქტომბერს სააგენტომ ახალი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბრის ნაცვლად, 5 ოქტომბერს დაიწყებოდა, თუმცა შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ სააღმზდელო პროცესი, ვერც 5 ოქტომბრიდან განახლდება. განცხადებას მშობლების უკმაყოფილება მოჰყვა. მათი თქმით, იმ დროის განმავლობაში, რაც ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებული იყო, სააგენტოს ყველა პრობლემა უნდა მოეგვარებინა. ზოგიერთმა მშობელმა კი სააგენტოს ბოლო განცხადება დროულად ვერ ნახა და 5 ოქტომბერს ბავშვი ბაღში მაინც მიიყვანა, თუმცა კარი დაკეტილი დახვდა.

XS
SM
MD
LG