Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პირველად გადასცდა 900-ს COVID-19-ით გარდაცვლილთა ერთი დღის მაჩვენებელი


სასწრაფო დახმარების ავტომობილები მოსკოვის ერთ-ერთი კოვიდკლინიკის ეზოში
სასწრაფო დახმარების ავტომობილები მოსკოვის ერთ-ერთი კოვიდკლინიკის ეზოში

რუსეთის ხელისუფლების ცნობით, 6 ოქტომბერს ქვეყანაში კორონავირუსით 929 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყების დღიდან, ერთი დღე-ღამის განმავლობაში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამ ვითარების ფონია ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი დონე და ხელისუფლების მხრიდან სურვილის არქონა, შემოიღოს მკაცრი ზომები დაავადების გავრცელების გასაკონტროლებლად.

ახალი კორონავირუსის სწრაფი ზრდის თაობაზე დასმული შეკითხვის პასუხად, კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ „მკაცრი კარანტინის შემოღება ნებისმიერი რეგიონისთვის აბსოლუტურად არასასურველი სცენარი იქნებოდა“.

6 ოქტომბრის სტატისტიკის ჩათვლით, რუსეთში კორონავირუსით 212 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც კლებულობს ინფექციით დაღუპვის შემთხვევები.

XS
SM
MD
LG