Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარკეთილში 9-სართულიან კორპუსში სავარაუდოდ გაზი აფეთქდა


ვარკეთილში, ზემო პლატოს დასახლების ერთ-ერთი 9-სართულიანი კორპუსის ბინაში, სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა. აფეთქების შედეგად სახლში ხანძარი გაჩნდა.

დაშავებულია აფეთქების დროს სახლში მყოფი პირი, რომელიც დამწვრობის გამო ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ მუხლით უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, პირი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG