Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, პუტინის მიმართ ნდობა მკვეთრად დაეცა


საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ ნდობა ყელაზე დაბალ დონემდე დაეცა უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში.

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა „ლევადა ცენტრმა“ 6 ოქტომბერს გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, საიდანაც ჩანს, რომ გამოკითხულთა 53% ენდობა პუტინს. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 71%-ს შეადგენდა.

ცენტრის თანახმად, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2012 წლის შემდეგ, როცა პრეზიდენტს ნდობას უცხადებდა გამოკითხულთა 51%.

პუტინის მიმართ ნდობა გაიზარდა 2015 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და თითქმის 80%-ს მიაღწია.

პუტინის მხარდაჭერის ვარდნა განპირობებულია არაპოპულარული ზომებით, 2019 წელს საპენსიო ასაკის გაზრდით და ცხოვრების დონის დაბალი დონით.

„ლევადა ცენტრის“ თანახმად, დაეცა ასევე რუსეთის კანონმდებლების მიმართ ნდობაც. როგორც გამოკითხვები ცხადყოფს, რუსეთის სახელმწიფო დუმის პოპულარობა 2017 წელს 33% იყო, ამჟამად კი 25%-მდე დაეცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG