Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერად რუსლან სტეფანჩუკი აირჩიეს


რუსლან სტეფანჩუკი
რუსლან სტეფანჩუკი

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობამ 8 ოქტომბერს ახალი სპიკერი აირჩია. 261-მა პარლამენტარმა უმაღლესი რადის სპიკერის პოსტზე მხარი დაუჭირა მმართველი ფრაქცია „ხალხის მსახურის“ მიერ დასახელებულ რუსლან სტეფანჩუკს, რომელმაც ამ პოსტზე შეცვალა დმიტრო რაზუმკოვი.

წინა დღით უკრაინის პარლამენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა დმიტრო რაზუმკოვი, თავის დროზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებული პოლიტიკოსი, რომელსაც ბოლო დროს კონფლიქტი ჰქონდა მმართველ პარტია „ხალხის მსახურთან“.

ზელენსკის მომხრეები რაზუმკოვს ბრალს სდებენ, რომ ის საბოტაჟს უკეთებდა პრეზიდენტის ზოგიერთ ინიციატივას, კერძოდ, კანონს „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ.

თავის მხრივ, რაზუმკოვმა პრეზიდენტი ზელენსკი და მმართველი უმრავლესობა კანონის უზენაესობისადმი უპატივცემულობასა და დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფაში დადანაშაულა.

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს ახალი სპიკერი, 42 წლის რუსლან სტეფანჩუკი, უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებულ პირად ითვლება. იგი 2019 წელს გაწევრიანდა პრეზიდენტობის კანდიდატ ვოლოდიმირ ზელენსკის საარჩევნო შტაბში, სადაც დაკავებული იყო საკანონმდებლო საქმიანობით და იდეოლოგიური საკითხებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG