Accessibility links

site logo site logo

უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თალიბანის ლიდერებთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა


ამირ ხან მუთაყი და უზბეკეთის საგრეო საქმეთა მინისტრი აბდულაზიზ კამილოვი

ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები იყო ყურადღების ცენტრში ქაბულში, უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აბდულაზიზ კამილოვის სამუშაო ვიზიტის დროს. 7 ოქტომბერს კამილოვი ცალ-ცალკე შეხვდა თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, მოლა აბდულ კაბირსა და მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრ, ამირ ხან მუთაყის.


უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, შეხვედრის დროს უზბეკმა მინისტრმა მიიღო „მკაფიო დაპირება“, რომ ექსტრემისტული დაჯგუფება არასოდეს შეუქმნის საფრთხეს უზბეკეთს.

როგორც ამირ ხან მუთაყიმ უთხრა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს, თალიბანი ესწრაფვის ურთიერთობების გაღრმავებას უზბეკეთთან, განსაკუთრებით ეკონომიკური პროექტების განვითარებას.


თალიბანს სურს დაარწმუნოს თავისი მეზობლები ცენტრალურ აზიაში, რომ ავღანეთი მათთვის არ წარმოადგენს საფრთხის წყაროს მას შემდეგ, რაც თალიბებმა ქვეყანაში ხელთ იგდეს ძალაუფლება.

8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მთავრობა რადიკალური მოძრაობა თალიბანის წარმომადგენლებს მიიწვევს მოსკოვში, სადაც 20 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს ავღანეთის შესახებ ე.წ. მოსკოვის ფორმატის სხდომა. თალიბების მიწვევის განზრახვა ჟურნალისტებს დაუდასტურა ავღანეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზამირ კაბულოვმა. მას არ დაუკონკრეტებია, ვინ იქნება თალიბთა დელეგაციის შემადგენლობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG