Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს


თითქმის 11-საათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი დაშავებული ამოიყვანეს. ის სპეციალური საკაცით მაშველებმა და ექიმებმა სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს.

მამაკაცის ჯანმრთელობის მგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია, თუმცა ის სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაყვანამდე, როგორც ჩანდა პირდაპირ ეთერში გავრცელებულ კადრებში, კონტაქტური იყო. დაშავებული ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

ეს ნანგრევებიდან ამოყვანილი მეორე ადამიანია. დაახლოებით ორი საათის წინ მაშველებმა 35 წლის ქალი ამოიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

მაშველები ისევ განაგრძობენ მუშაობას ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე. დაუზუსტებელი ინფორმაციით, 10-15 პირი მოჰყვა ნანგრევებში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსი შუადღუს 12 საათამდე ჩამოინგრა. მისი ერთი სადარბაზო სრულად ჩამოშლილია. ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის ჯგუფები.

როგორც რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტი ამბობს, 70-იანი წლების ბოლოს აშენებულ 5-სართულიან კორპუსს ორი სართული რამდენიმე წლის წინ დააშენეს. შენობის მეორე სართულზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG