Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა


შეზღუდვების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია რუმინეთში
შეზღუდვების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია რუმინეთში

ოფიციალური ცნობით რუმინეთში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 385 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსისგან, რაც პანდემიის განმავლობაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებლია. ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდის გამო ჯანდაცვის წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ დააწესოს მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები, რაც არ სარგებლობს პოპულარობით მოსახლეობაში.

2 ოქტომბერს რუმინეთის დედაქალაში ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა ქვეყანაში შემოღებული ახალი შეზღუდვები, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს წინ აღუდგეს COVID-19-ის საგანგაშო ტალღას.

რუმინეთის ნაციონალური კავშირის (AUR) მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებმა ბუქარესტის ცენტრში გადაკეტეს მოძრაობა და თავისუფლების მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. აქციაში მონაწილეთა უმრავლესობას არ ეკეთა ნიღბები.

მსგავსი აქციები გაიმართა რუმინეთის სხვა ქალაქებში 2 ოქტომბერს, იმ დროს, როდესაც ხელისუფლების განცხადებით ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადების 12740 ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის განმავლობაში რუმინეთში ერთ დღეში ინფექციის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ეპიდემიის მძვინვარე ტალღის შესაჩერებლად 2 ოქტომბრიდან რუმინეთში კვლავ ამოქმედდა შეზღუდვები, რომელიც მოქალაქეებს ავალდებულებს ატარონ ნიღბები საზოგადოებრივ სივრცეში და დახურონ მაღაზიები 22:00 საათზე. რესტორნები ქვეყანაში ღიაა, მაგრამ მხოლოდ იმ მოქალაქეებისათვის, ვინც ე.წ. კოვიდსაშვებს წარმოადგენენ.

რუმინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ ერთი მესამედი, რაც მას ბულგარეთის შემდეგ ევროკავშირის ყველაზე უფრო ნაკლებად ვაქცინირებულ ქვეყნად აქცევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG