Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ნანგრევებში ერთი ცხედარი იპოვეს


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ბათუმში ჩამონგრეული შენობის ნანგრევებში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ის ასაკოვანი ქალია.

დახლოებით 13 საათია, რაც ბათუმში საცხოვრებელი კორპუისის ჩამონგრევის შემდეგ მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. აქამდე ნანგრევებიდან ამოიყვანეს ერთი ქალი და ერთი კაცი.

მაშველები ისევ განაგრძობენ მუშაობას ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე. დაუზუსტებელი ინფორმაციით, 10-15 პირი მოჰყვა ნანგრევებში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსი შუადღუს 12 საათამდე ჩამოინგრა. მისი ერთი სადარბაზო სრულად ჩამოშლილია. ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის ჯგუფები.

როგორც რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტი ამბობს, 70-იანი წლების ბოლოს აშენებულ 5-სართულიან კორპუსს ორი სართული რამდენიმე წლის წინ დააშენეს. შენობის მეორე სართულზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები.

XS
SM
MD
LG