Accessibility links

site logo site logo

მაშველებმა ბათუმში ნანგრევებიდან გადმოასვენეს ერთი ბავშვის და ორი კაცის ცხედრები


ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში ერთი ბავშვის და ორი კაცის ცხედრები იპოვეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსი შუადღეს 12 საათამდე ჩამოინგრა. მისი ერთი სადარბაზო სრულად ჩამოშლილია. ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის ჯგუფები.

როგორც რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტი ამბობს, 70-იანი წლების ბოლოს აშენებულ 5-სართულიან კორპუსს ორი სართული რამდენიმე წლის წინ დააშენეს. შენობის მეორე სართულზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები.

9 ოქტომბრის დილის 3 საათისა და 40 წუთისთვის ნანგრევებიდან ამოყვანილია ერთი მამაკაცი და ერთი ქალი. ორივე მათგანი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. ნაპოვნია ოთხი ცხედარი, მათგან ერთი ბავშვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG