Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა


თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ..-სა და ..-თვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. ინფორმაციას ამის თაობაზეინტერპრესნიუსიავრცელებს.

თქვენო ღირსებავ, 21 დღე არ გვძინებია არც მე და არც საგამოძიებო ორგანოს, ნაბიჯ-ნაბიჯ დავსდევდით და, როგორც იქნა, დღეს თქვენს წინაშე არიან წარმოდგენილი... მათ 21 წლის ბიჭი სრულიად უსამართლოდ სიცოცხლეს გამოასალმეს, დღისით, ქალაქის ცენტრში და მიმალვაში იმყოფებოდნენ. აღკვეთის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს, ვინაიდან ბრალდებულები პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ, ბრალდებულები გაიქცნენ, მათ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციის თანამშრომლებს და ცდილობდნენ გაქცევას“, - განაცხადა სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა.

პროკურორის მტკიცებით, ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალნენ და ამისთვის 15-მდე ავტომანქანა გამოიყენეს.

დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა. უშუალოდ ბრალდებულებმა კი პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენეს.

Feedс-ის დამფუძნებლის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული ა.ჭ. და გ.კ. სამართალდამცავებმა 7 ოქტომბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა დაგეგმეს ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა, რისთვისაც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი.

15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ჩაუსაფრდნენ ნიკა კვარაცხელიას და განზრახვის აღსრულების მიზნით, ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნიკა კვარაცხელიას მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან, გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG