Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა


ცენტრალურ მაგისტრალზე სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა.

30 წლის კაცი მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს კლინიკაში, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკა “გორმედის” ინფორმაციით, საავადმყოფოში ავარიის შედეგად დაშავებული 3 პირი შეიყვანეს, ერთი გარდაიცვალა, დანარჩენ ორს კი, ოპერაცია უტარდება.

არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მანამდე, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა 18 წლის ბიჭიც. ქორწილის კორტეჟის ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. მომხდარს გორის პოლიცია იძიებს.

XS
SM
MD
LG