Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა


საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი თამაში წააგო. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ბათუმში დამარცხდა საბერძნეთის ნაკრებთან, ანგარიშით 0:2. სტუმრებმა გოლები 90- და 95-ე წუთებზე გაიტანეს.

საქართველოს ნაკრებს მიმდინარე შესარჩევ ციკლში, ექვსი ტურის შემდეგ ერთადერთი ქულა აქვს და ექვსი ქვეყნის ნაკრებს შორის ბოლო ადგილზეა.

საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო, ბათუმში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო. საბერძნეთთან შეხვედრას მაყურებელიც უნდა დასწრებოდა - გულშემატკივრებს ტრიბუნების მესამედი უნდა შეევსოთ. ბილეთებიც სწრაფად გაიყიდა, მაგრამ... დღეს, თამაშის ცარიელი ტრიბუნებით ჩატარება გადაწყდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა საკოორდინაციო საბჭოს 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მატჩზე მაყურებლის ოცდაცამეტი პროცენტის დაშვების შესახებ.

XS
SM
MD
LG