Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია


ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ოქროს მედალი მოიპოვა სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა, ზურაბ დათუნაშვილმა (87კგ), რომელმაც ტურნირის ფინალში ბელარუს კირილ მასკევიჩს სძლია.

ზურაბ დათუნაშვილმა პირველ დაპირისპირებაში რუსი სპორტსმენი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ქართველ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს (82კგ-ში) ლაშა გობაძეს მოუგო, ხოლო ფინალში გავიდა დანიელი მოჭიდავის დამარცხების შემდეგ.

საქართველოს ნაკრებსი წევრი ლაშა გობაძე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ზურაბ დათუნაშვილმა კირილ მასკევიჩს მიმდინარე წლის აპრილშიც სძლია ვარშავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალში.

ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს სახელით ორჯერ გარხდა ევროპის ჩემპიონი, კარიერის სერბეთში გაეგრძელების გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა.

გეგა გეგეშიძე ძალადობის ბრალდებით 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს. ზურაბ დათუნაშვილის თქმით, ფედერაციის პრეზიდენტმა მას 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების დროს, თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

სასამართლომ გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG