Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის სტატუსი შეეცვალა: „გაქცევის“ ნაცლად, მას ამიერიდან „ექსტრემიზმისკენ მიდრეკილად“ მიიჩნევენ


ალექსეი ნავალნი ვიდეოთვალის მეშვეობით მონაწილეობს სასამართლო სხდომაში
ალექსეი ნავალნი ვიდეოთვალის მეშვეობით მონაწილეობს სასამართლო სხდომაში

კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდის ალექსეი ნავალნი, პატიმარი მოხსნეს აღრიცხვიდან, როგორც „გაქცევისკენ მიდრეკილი“. როგორც თავად ალექსეი ნავალნი წერს, იგი ახლა ითვლება ადამიანად, რომელიც „ექსტრემისტულ და ტერორისტულ იდეოლოგიას ქადაგებს“.

ინფორმაცია ამის შესახებ ნავალნის სახელით მისი ინსტაგრამით გავრცელდა. მასში ნათქვამია, რომ ამ დღეებში ნავალნი კოლონიის კომისიაზე გამოიძახეს, სადაც მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს.

როგორც ნავალნი აღნიშნავს, პატიმრებისთვის უფრო ადვილია "ექსტრემიზმისკენ მიდრეკილის", ვიდრე გამქცევის სტატუსის ატანა, რადგან მათ ადგილზე ყოფნას ყოველ საათში არავინ ამოწმებს, მათ შორის არც ღამით. მანამდე ნავალნი ჩიოდა, რომ მუდმივი შემოწმება მას ხელს უშლის ძილში.

რა ნიშნით არის აღიარებული ნავალნი ექსტრემიზმისა და ტერორიზმისკენ მიდრეკილად - ამის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. მანამდე მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები სასამართლომ "ექსტრემისტულად" ცნო და რუსეთში მათი საქმიანობა აიკრძალა. გარდა ამისა, აღიძრა საქმე ნავალნისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ ექსტრემისტული საზოგადოების შექმნის მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG