Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლებელია იმიტომ მოტყუვდნენ, რომ ბლოკები ჩამოსხმული ეგონათ - ინტერვიუ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებზე


რა მოხდა ბათუმში? როგორ დარჩა შეუმჩნეველი სახიფათო სიტუაცია სახელმწიფოსთვის ან როგორ უნდა დაენახა მას რა ხდებოდა კერძო ბინაში? სად იყვნენ მეზობლები? ჩამოშლილი კორპუსი გამონაკლისია თუ იმის ნიშანი რა შეიძლება მოხდეს სხვაგან მომავალში? - ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი გიორგი რამიშვილი ამ თემებზე ესაუბრა რადიო თავისუფლების კორესპოდენტს ეკა ლორთქიფანიძეს.


ბატონო გიორგი, თქვენი აზრით რა შეიძლებოდა გამხდარიყო ბათუმში სახლის ჩამონგრევის მიზეზი? სპეცილისტთა ნაწილი თვლის, რომ გასული საუკუნის 60-70 იანი წლების შენობები საკმაოდ მყარია და მარტივად მისი ჩამოშლა შეუძლებელია.


გიორგი რამიშვილი: არ ვემხრობი გავრცელებულ აზრს, რომ [60-იანი წლების პროექტები] ძალიან ხარისხიანია. 60-იან წლებში საბჭოთა კავშირის ეკონომიკა უკვე ირყეოდა და მშენებლობასაც დაეტყო ეს “ბზარები”. ეს შენობაც, ისევე როგორც მისი ანალოგები, არამგონია ხარისხიანი ყოფილიყო. მე პირადად ვერ ვენდობი მაგ პერიოდის შენობებს. ლეგენდა მგონია, რომ თითქოს ბევრად ჯობია დღევანდელ შენობებს. ეს სახლი შერეული ტექნოლოგიითაა ნაშენები. პირველი სართული მთლიანად აგურის იყო,...სარტყლის ბლოკები ანაკრები ელემენტებისგან აქვს. ასევე აქვს წვრილი ბლოკები შერეული ამ სილიკატორ აგურთან ერთად. მსხვილი ბლოკებიც ნახმარია. ღრუტანიანი ფილებია გადახურვისთვის ნახმარი.

გიორგი რამიშვილი, არქიტექტორი.
გიორგი რამიშვილი, არქიტექტორი.

ნგრევის ხასიათიდან გამომდინარე, როცა სახლი შიგნით ჩაიშალა, სავარაუდოდ [შეგვიძლია ვთქვათ რომ] მზიდი კედელია გამოღებული. სახლი არაა ქუჩის ან ეზოს მხარეს წასული, ჩაშლილია. ხშირად იმეორებენ, რომ [მფლობელმა] სარდაფი ამოიღოო. არ არის აუცილებელი სარდაფიდან დაიწყო დაშლა. მზიდი კედლლის მონგრევაც საკმარისია. სავარაუდოდ ეს მზიდი კედელი გადიოდა ერთოთახიან და ოროთახიან [ბინებს] შორის, ანცალკევებდა მათ.. მზიდი კედლის ნაწილი ოროთახიანის შუაშიც გადიოდა. ამ მზიდ კედლებზე ჩამოდებული იყო ღრუტანიანი ფილები, ე.წ. სინკარები. თუ ეს მოსაზრება სწორია, შესაძლებელია ხელოსნები შეცდნენ , და მზიდი კედელი არამზიდად ჩათვალეს.

შესაძლოა იმის გამო მოტყუვდნენ, რომ სარტყლის ბლოკები ჩამოსხმული ეგონათ,ანუ თავიდანვე კარკასულ შენობად წარმოიდგინეს. დღეს კეთდება რკინაბეტონის კოლონები, რომლებსაც აერთიანებს რკინაბეტონის რიგელები და შემდეგ სართულშუა დასხმა და გადახურვაა. იმ სახლში კი ძველი სისტემა, ძველი კონსტრუქციებია - ამოდის მზიდი კედელი, რომელიც თავის თავზე იღებს დატვირთვებს, შემდეგ ამ კედელზე ხდება სარტყლის ბლოკის გადატარება და შემდეგ იმ სარტყლის ბლოკზე ლაგდებოდა ღრუტანიანი ფილები. შესაძლებელია მშენებელი, ხელოსანი, სწორედ ამ სარტყლის ბლოკებმა შეიყვანა შეცდომაში.


ვისი პასუხისმგებლობაა როდესაც რეკოსნტრუქციის შედეგად სახლი ინგრევა და ამას მსხვერპლი მოჰყვება?


გიორგი რამიშვილი: მდგომარეობა რომელიც დაგვიდგა, სადაც ახლა ვიმყოფებით, ეს არის ათწლეულების შედეგი. საზოგადოებრივი-პოლიტიკური ფორმაციის ცვლილებამ გამოიწვია მიდგომების შეცვლაც. ნელ-ნელა ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მივიღეთ, რომ მივედით ამ შედეგამდე.
მერიის პასუხისმგებლობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის.

მდგომარეობა რომელიც დაგვიდგა, სადაც ახლა ვიმყოფებით, ეს არის ათწლეულების შედეგი.
გიორგი რამიშვილი

მაგრამ საქმე დეტალებშია. მაგალითად, პოზიცია, რომ რემონტს არ ჭირდება ნებართვა, არ არის სწორი მიდგომა. არ ჭირდება იმ შემთხვევაში თუ ეს არის რემონტი-შეკეთება…[რაც] თავის თავში გულისხმობს, არ შეხებას მზიდ კონსტრუქციებთან. როგორც კი ვეხებით მზიდ კონსტრუქციას, თუნდაც რაღაც ხვრეტს ვაკეთებთ, გავდივართ რემონტის თემიდან და ეს უკვე არის რომელიღაცა, კლასის მშენებლობა და ამას რა თქმა უნდა სჭირდება ნებართვა. ვიღაცამ უნდა შეაფასოს ეს, რასაც ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. არ ჩანს ვინ უნდა იყოს ეს შემფასებელი. როდესაც სახელმწიფომ დაიწყო თავისი პასუხისმგებლობის ჩახსნა და გადაბარება, მერე მიხვდა, რომ პასუხისმგებლობა ვიღაცას უნდა ჰქონდეს...


ადრე[საბჭთა დროს] სანებართვო პაკეტის წარდგენა ხდებოდა, მაშინდელი გაგებით, სრულყოფილად, ლოგიკური კითხვა გაჩნდა - რატომ უნდა მოითხოვოს მერიამ ხარჯთაღრიცხვა თუ კაცი თავისთვის აშენებს და სახელწმიფო ფინანსები არ იხარჯება, განსვხავებით საბჭოთა კავშირის დროისგან? ამის მერე „რატომ მოვთხოვოთ“ გადავიდა სხვა სანებართვო საკითხებზეც და მოხდა ისე, რომ ნელ ნელა ნებართვის გამცემ სხავადსხვა სახელწმიფო სამსახურებში კადრების შემცირებასთან ერთად მცირდებოდა პასუხისმგებლობაც.


და ამ დროს გაჩნდა დამკვეთის, მენაშენის პასუხისმგებლობა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით მენაშენე ამ პასუხისმგებლობას ინაწილებს, შემსრულებელთან ერთად, იქნება ეს პროექტსის ავტორი თუ მშენებელი. მენაშენეს კი აქვს ვალდებულება აიყვანოს კვალიფიციური კადრი. აი ამ კვალიფიციის განსაზღვრა კი ჭირს.

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ვასწავლი, რამდენიმე შემთხვევა მქონდა, როცა პირველკურსელები და მეორეკურსელები მეუბნებოდნენ, რომ მათი პროექტებით აშენებულია უკვე 9 - 12 სართულიანი სახლები. ეს სტუდენტები შემდეგ მესამე, მეოთხე კურსზე აცნობიერებდნენ „თურმე ეს რა მიქნიაო“.
გიორგი რამიშვილი

აი აქრიტექტორებს რაღაც პერიოდი აქვთ მიცემული, რომ დადგინდეს ლიცენზირების სერთიფიცირების საკითხი, ახალი კოდექსის შესაბამისად 2022 წლიდან. ასევე დასადასტურებელია მშენებლის კვალიფიკაცია. დღეს კი ამის რეესტრი და დადასტურება არ არსებობს მას შემდეგ, რაც ეს მოთხოვნა გაუქმდა. დღეს მენაშენე კვალიფიციურ კადრს ადგენს პირადი გამოკითხვით. საერთო ჯამში მივიღეთ სურათი, გამოწვეული უსისტემობით. ეს შემთხვევაც მოხდა არასერიოზულობისა და არათანმიმდევრობის გამო. ამას ვხვდებით ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ვასწავლი, რამდენიმე შემთხვევა მქონდა, როცა პირველკურსელები და მეორეკურსელები მეუბნებოდნენ, რომ მათი პროექტებით აშენებულია უკვე 9-12 სართულიანი სახლები. ეს სტუდენტები შემდეგ მესამე, მეოთხე კურსზე აცნობიერებდნენ „თურმე ეს რა მიქნიაო“. წარმოიდგინეთ რა შედეგი შეიძლება დადგეს, იმის გამო, რომ დამსაქმებელმა ანდო ამხელა საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად იცის რომელიღაცა კომპიუტერული პროგრამა. ეს არის კატასტროფა საზოგადოებისთვის, რომელსაც კვალიფიკაციის არ აღიარების და ზედაპირულობის პრობლემა აქვს.


გამოსავალს რაში ხედავთ?


გიორგი რამიშვილი: ჩვენ უნდა დავინახოთ და ყველამ ერთად ვაღიაროთ, რომ ეს პრობლემაა. შემდეგ დავიწყოთ გამოსავლის ძებნა. სწრაფად შედეგი არ დადგება, მაგრამ თუ არ დავიწყეთ, საერთოდ არასოდეს დადგება. ძალიან ვფრთხილობ ამ ტრაგედიის შეფასებისას, იმიტომ რომ [ჯოხი] მხოლოდ მეხუთე კატეგორიის მეისრეებზე არ გადატყდეს და არ დადგეს სასჯელი მხოლოდ მათზე. ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების წესები, მაგრამ რამდენადაა ის გააზრებული ადგილებზე თვითმართველობებში, საკრებულოებში, მერიებში? მუნიციპალური ინსპექციები რას აკეთებენ ამ დროს, ინერციით ძველი სქემით მოქმედებენ.
სურათი გააზრებული უნდა იყოს ბოლომდე, მხოლოდ საკანონმდებლო აქტების დაწერას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელოვანია მისი რეალიზება და მასზე პასუხისმგებლობა უნდა იყოს. თუ ვერ აკეთებს ამის რეალიზაციას, მაშინ ჯობია შეაჩერო, ან არ გამოუშვა ან დაელოდო, არ აამუშავო აქტი, რადგან სხვა შემთხვევაში ხდება დისკრედიტაცია ამ ნორმის, სტანდარტის.


რა ვითარებაა ბათუმში, რამდენადაა საფრთხე სხვა ძველ თუ ახალ კორპუსებში, უსაფრთხოების ნორმები როგორაა დაცული?


გიორგი რამიშვილი: არავინ არ იცის ოფიცილურად. მე მხოლოდ წარმოდგენა მაქვს. აქაც ის სიტუაციაა, რომ სახელწმიფოს პრაქტიკულად ჩახსნილი აქვს პასუხისმგებლობა. მოვლის ვალდებულება აქვს ამხანაგობას. სახელმწიფოსთვის კი [ყველა ამხანაგობა] ამახანაგობად ითვლება, მიუხედავად იმისა არის თუ არა რეგისტრირებული ოფიციალურად. ვალდებულება მაინც მათ ეკისრებათ, რომ სახლის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა აიღონ და უსაფრთხოება თვითონ უზრუნველყონ. ბათუმში არის სახლები მწვავედ ავარიული, მაგრამ კორპუსების აღრიცვა არ ხდება. საბინაო ფონდი ძალიან რთული საკითხია, რომელზეც არავინ მუშაობს. ადრე იყო საბინაო სამმართველოები. მერიას უნდა ჰქონდეს თავისი რეესტრი და რა თქმა უნდა საკუთარ ტერიტორიაზე ყველაფერი უნდა ჰქონდეს დაწვრილებით აღრიცხული.

გიორგი რამიშვილი
გიორგი რამიშვილი


[უსაფრთხოება] ასევე დამოკიდებულია მაცხოვრებლებზე. ერთი სენი გვჭირს, ბათუმში მცხოვრებლების უმრავლესობას - გვერიდება შენიშვნის მიცემა მეზობლისთვის, მითუფრო სადმე დარეკვა ან გარკვევა, რამდენად კვალიფიციურია ხელოსანი, ან მენაშენის გადაწყვეტილება რეკონსტრუქციაზე. რა თქმა უნდა შესაძლებელია სამშენებლო სამუშაოები და რემონტი, მათ შორის მზიდი კედლის გამოღებაც კი, ოღონდ გააჩნია ტექნიკურ გადაწყვეტას. გამაგრებაცაა შესაძლებელი, ყველა შენობა დასანგრევი კი არაა. ...ყველა ელოდება, რომ მის ნაცვლად ვიღაცა სხვა იტყვის და აუხსნის მეზობელს, რომ მისი სურვილი გამოდის ლოგიკური აზროვნების ჩარჩოებიდან.


სახელწმიფო კი ამაში არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა. როცა დავაა ორ მეზობელს შორის გეტყვის რომ , ორ სუბიექტს შორის დავაა და მიმართეთ სასამართლოს, გეტყვის, რომ კორპუსის ამხანაგობის ფარგლებში არც სურვილი მაქვს და არც კომპეტენცია, რომ ჩავერიოო, თქვენ გაარკვიეთ ერთმანეთშიო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG