Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ანტირეკორდი დაფიქსირდა


ბოლო 24 საათში ვირუსით 120 ადამიანი დაავადდა ცხინვალის რეგიონში, რაც ოკუპირებული რეგიონის ანტირეკორდს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო სანიტარულმა სამსახურმა გაავრცელა.

„ლაბორატორიაში ჩატარებული 295 კვლევიდან გამოვლინდა 120 დადებითი პასუხი”, - განუცხადა სამსახურის უფროსმა მარინა კოჩიევამ სააგენტო რესს. მან განმარტა, რომ ახლად გამოვლენილი შემთხვევების თითქმის ნახევარი სოფლის მაცხოვრებლები არიან.

„ახლად დიაგნოზირებული პაციენტების საერთო რაოდენობიდან 52% არის რაიონების მცხოვრები. 26% არის ზნაურის რაიონის მკვიდრი და 26% არის სოფელ წინაგარიდან. ჯავასა და ცხინვალის რაიონებში ნაკლები პაციენტია", - თქვა მან. კოჩიევას განმარტებით, ეს არის ბოლო თვეების ანტირეკორდი. კოჩიევამ სოფლებში ინფიცირების ასეთი მაღალი მაჩვენებელი რეკომენდაციების უგულვებელყოფას და უსაფრთხოების ზომების დაუცველობას დაუკავშირა.

„სავარაუდოდ, ყველა ეს მოქალაქე ესწრებოდა ერთსა და იმავე მასობრივ ღონისძიებას, არ ეკეთათ არც ნიღბები და არც სოციალურ დისტანციას იცავდნენ, რაც იწვევს ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას,” - თქვა კოჩიევამ.

გარდაიცვალა 87 წლის კაცი, რომელიც ცხინვალის საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. ბოლო კვირაში ეს კორონავირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა, ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა ინფექციონისტმა ელეონორა ჯიოევამ განაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG