Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიაში მშვილდით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა სულ მცირე 5 ადამიანი მოკლა


თავდასხმის ადგილი ქალაქ კონსბერგში
თავდასხმის ადგილი ქალაქ კონსბერგში

მშვილდით და ისრებით შეიარაღებულმა კაცმა სულ მცირე 5 ადამიანი მოკლა და ორი დაჭრა ნორვეგიის ქალაქ კონგსბერგში. თავდამსხმელი დაკავებულია. პოლიცია სხვა ვერსიებთან ერთად იძიებს, ხომ არ იყო თავდასხმა ტერაქტი.

კონგსბერგი ნორვეგიის სამხრეთში მდებარეობს, დედაქალაქ ოსლოდან 80 კილომეტრში. ქალაქში 30 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სულბერგმა განაცხადა, რომ მომხდარით შეძრწუნებულები არიან.

მედიასაშუალებები პოლიციაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ 37 წლის თავდამსხმელი დანიიდანაა და კონგსბერგში ცხოვრობდა. მშვილდით და ისრებით შეიარაღებულმა კაცმა თავდასხმა გასულ ღამით მოაწყო ქალაქის ცენტრში, რამდენიმე ადგილზე, მათ შორის სუპერმარკეტში. ტელეკომპანია TV2-ის ინფორმაციით, თავდამსხმელს მშვილდის გარდა ჰქონდა დანა და სხვა იარაღიც.

ნორვეგიის ისტორიაში ყველაზე შემზარავი თავდასხმა 10 წლის წინ მოხდა. 2011 წლის ივლისში, მემარჯვენე ექსტრემისტმა ანდერს ბრეივიკმა ოსლოში ბომბის აფეთქებით მოკლა 8 ადამიანი, შემდეგ კი კუნძულ უტოიაზე ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა 69 ადამიანი. უმრავლესობა ახალგაზრდული ბანაკის მონაწილე იყო.

XS
SM
MD
LG