Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი ტედ კრუზი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გამო ეწინააღმდეგება აშშ-ის რამდენიმე ელჩის დამტკიცებას


სენატორი ტედ კრუზი
სენატორი ტედ კრუზი

ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი, ტედ კრუზი, რამდენიმე თვეა ეწინააღმდეგება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ სენატში წარმოდგენილი ელჩებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მოხელეების დამტკიცებას. ამ ნაბიჯით იგი ცდილობს, მიაღწიოს თეთრი სახლის მიერ სანქციების დაწესებას გერმანიისა და რუსეთის დამაკავშირებელი გაზსადენის „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ.

გამოცემა „პოლიტიკოს“ თანახმად, ამერიკელი სენატორის ობსტრუქციის გამო გაყინულია ჯო ბაიდენის მიერ შემოთავაზებული ათობით ელჩის კანდიდატურების დამტკიცება.

როგორც წესი, ორივე პარტიის წარმომადგენელი სენატორების მხრიდან არ ხვდება ხოლმე წინააღმდეგობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი ელჩების კანდიდატურებს და დაჩქარებული პროცედურის მიხედვით ხდება მათი მხარდაჭერა. მაგრამ რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი ერთადერთი, რომელიც მოითხოვს, რომ თითოეული კანდიდატურის განხილვა პროცედურის სრული დაცვით და მრავალსაათიანი დებატების თანხლებით მოხდეს.

ამ წინააღმდეგობის გამო სენატმა თითქმის 10 თვის განმავლობაში მხოლოდ ორი, მექსიკასა და გაეროში აშშ-ის ელჩი დაამტკიცა.

მანამდე აშშ-ის ტეხასის შტატიდან სენატორმა, ტედ კრუზმა, შეაჩერა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) უფროსად იულიამ ბერნსის დანიშვნა. სენატორი მოითხოვს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისგან უფრო მკაცრ სანქციებს გერმანიაში რუსეთის გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG