Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის დიპლომატები ამერიკელ და ირანელ კოლეგებს ხვდებიან ბირთვული მოლაპარაკების განსაახლებლად


სასტუმრო ვენაწი, სადაც აპრილში განახლებული ბირთვული მოლაპარაკება იმართებოდა
სასტუმრო ვენაწი, სადაც აპრილში განახლებული ბირთვული მოლაპარაკება იმართებოდა

ირანსა და მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების მიზნით მოლაპარაკებების გაგრძელების სურვილით, ევროპის კავშირის დესპანი, რომელსაც მოლაპარაკებების კოორდინირება ევალება, 14 ოქტომბერს ირანის ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდა თეირანში. ამის ფონზე ბლოკის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, ჟოზეფ ბორელი, ვაშინგტონში იყო ჩასული ამერიკელ კოლეგასთან ამ საქმის განსახილველად.

ბირთვული შეთანხმებას, რომელიც სთავაზობდა თეირანს ზოგიერთი საერთაშორისო სანქციის გაუქმებას იმის სანაცვლოდ, რომ ის შეზღუდავდა თავისი ბირთვულ პროგრამას გაეროს მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, სრული გაუქმების საფრთხე შეექმნა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები ცალმხრივად გამოვიდა შეთანხმებიდან 2018 წელს.

მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაციამ დაიწყო გამანადგურებელი სანქციების დაწესება ირანზე, ხოლო თეირანმა ეტაპობრივად უარი თქვა თავისი, შეთანხმებით გათვალისწინებული, მოვალეობების შესრულებაზე.

ვაშინგტონსა და თეირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები შუამავლების მეშვეობით შეთანხმების სხვა მონაწილეებთან - ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და რუსეთთთან, დაიწყო აპრილში, ვენაში. მოლაპარაკება შეჩერდა ივნისის არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგადაც ირანის პრეზიდენტი გახდა ხისტი პოლიტიკის მიმდევარი ებრაჰიმ რაისი.

ევროპის კავშირის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების მხრიდან მზარდი ზეწოლის ფონზე მოლაპარაკებების სწრაფად აღდგენისთვის, ევროპის კავშირის მთავარი წარმომადგენელი მოლაპარაკებებზე, ენრიკე მორა, შეხვდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალი ბაღერის, რომელსაც ირანის ბირთვულ სფერო აბარია.

"მე არ გადავდებ, მოლაპარაკებების განახლების დაჩქარებას, დაწერა მორამ ტვიტერზე თეირანში ჩასვლამდე. ბაღერიმ ტვიტერზე დაწერა, რომ შეხვედრაზე მოლაპარაკება შეეხება ასევე "სასტიკი სანქციების გაუქმებასაც".

ევროპის კავშირის წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა სფეროში განაცხადა, რომ მორა ირანში იმყოფებოდა, რაც ხაზს უსვამს "მოლაპარაკებების აღდგენის გადაუდებლობას", ხოლო ბორელი ვაშინგტონშია ბირთვული შეთანხმების განსახილველად აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან, რომელმაც წინა დღეს განაცხადა "სხვა ვარიანტების" გამოყენების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატია წარუმატებელი აღმოჩნდებოდა.

"შეხვედრის მოწვევა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ყველა მხარე შეთანხმდება და მზად იქნება", განაცხადა პრესმდივანმა, პიტერ სტანომ და დასძინა, რომ "გადაუდებელი საჭიროებაა მოლაპარაკებების ძალიან მალე აღდგენის".

XS
SM
MD
LG