Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომეხი უფლებადამცველი, გიორგი ვანიანი კორონავირუსისგან თბილისში გარდაიცვალა


გიორგი ვანიანი. საარქივო ფოტო
გიორგი ვანიანი. საარქივო ფოტო

თბილისის კლინიკაში კორონავირუსისგან გარდაიცვალა ცნობილი სომეხი უფლებადამცველი, გიორგი ვანიანი. ამის შესახებ ინფორმაცია ვანიანის სომეხ კოლეგებსა და თბილისში მყოფ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა.
9 ოქტომბერს მძიმე მდგომარეობაში მყოფი უფლებადამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბოლო წლებში იგი სომხეთის ტავუშის ოლქის სოფელ ცახკავანში ცხოვრობდა.
აზერბაიჯანელ და ქართველ სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ვანიანი იყო ინიციატორი „თექალის პროცესის“ - მრავალწლიანი სამშვიდობო კამპანიისა, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის საზღვარზე მდებარე ქართულ სოფელ თექალში ტარდებოდა.
ამ კამპანიის წყალობით სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონებში მცხოვრები ადამიანი, ყარაბაღის პირველი ომის შემდგომ, საქართველოში ხვდებოდნენ ერთმანეთს პირდაპირი დიალოგის გასამართავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG