Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსზე ნახევარფინალში გავიდა


ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის მასტერსზე მსოფლიოს მესამე ჩოგანი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

მსოფლიოს რეიტინგში ოცდამეთექვსმეტე ადგილზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს სამ სეტში აჯობა - 6:4 2:6 6:4.

ციციპასთან შეხვედრამდე, ბასილაშვილმა ამერიკელ კრისტოფერ იბენქსს (194), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48) და რუს კარელ ხაჩანოვს (29) მოუგო.

ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის სახელით მოთამაშე ალექსანდრ ზვერევსა (4) და ამერიკელ ტეილორ ფრიცს (39) შორის მოგებულს შეხვდება.

მასტერსის ნახევარფინალში, აქამდე, ქართველ ჩოგბურთელთაგან მხოლოდ ირაკლი ლაბაძეს ჰქონდა ნათამაშები - 2004 წელს.

2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.

ჩოგბურთელი 2020 წლის 24 მაისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG