Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19: საქართველოში 5 076 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 44 პაციენტი


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ის 5 076 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ჩატარდა 62 994 ტესტი. გუშინ ეს მაჩვენებელი 3 270 იყო, 38 093 ტესტის ჩატარების ფონზე.

Stopcov.ge-ზე ახლახან შეცვლილი მონაცემების თანახმად, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 44 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 440-ს შეადგენს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 126 -ით გაიზარდა განკურნებულთა რიცხვი და საერთო მაჩვენებელმა 609 987-ს მიაღწია.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში რჩება 59 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს მკურნალობას 5 176 პაციენტი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 922-ს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG