Accessibility links

site logo site logo

ბრიტანეთის პრემიერი მივიდა ეკლესიაში, სადაც წინა დღეს პარლამენტის წევრი მოკლეს დანით


ბრიტანეთის კონსერვატორული პარტიის წევრი, თემთა პალატის დეპუტატი დევიდ ემესი მოკლეს 15 ოქტომბერს დანით თავდასხმის შედეგად

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი 16 ოქტომბერს მივიდა ეკლესიაში, სადაც კანონმდებელი მოკლეს დანით წინა დღეს და ყვავილები მიიტანა.

პოლიცია აცხადებს, რომ ეს იყო ტერორისტული თავდასხმა, სავარაუდოდ, ისლამისტურ ექსტრემიზმთან კავშირში.

ჯონსონის კონსერვატორული პარტიის წევრზე, თემთა პალატის დეპუტატ დევიდ ემესზე თავდასხმა მოხდა ხუთი წლის შემდეგ მას მერე, რაც მოკლეს ჯო კოქსი, ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის კანონმდებელი.

დევიდ ემესს უცნობი პირი ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს დანით დაესხა თავს.

თავდასხმა მოხდა ქალაქ ლეი-ონ-სის ეკლესიაში, ესექსის საგრაფოში. დეპუტატს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ექიმებმა სცადეს დევიდ ემესისთვის დახმარება პირდაპირ ეკლესიაში აღმოეჩინათ, მაგრამ თავდასხმიდან ორ საათში იგი მიღებული ჭრილობებით დაიღუპა.

პოლიციამ დააკავა ეჭვმიტანილი, ბრიტანეთის 25 წლის მოქალაქე.

სერ დევიდ ემესი 69 წლისა იყო. მას ცოლი და ხუთი შვილი ჰყავდა.

ემესი პარლამენტის წევრი იყო 1983 წლიდან. მის შესახებ წერენ, რომ აბორტების აქტიური მოწინააღმდეგე იყო და ჩაბმული იყო ცხოველთა დაცვის საქმეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG