Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური წარმომადგენელი მზადაა, შეხვდეს ირანის ოფიციალურ პირებს ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით


ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა, განაცხადა, რომ ის "მზად" არის შეხვდეს ირანის ლიდერებს ბრიუსელში - თეირანსა და მსოფლიო სახელმწიფოებს შორის დადებული 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების განახლებისთვის ძალისხმევის ჩარჩოებში - და ამასთანავე თქვა, რომ "დრო არ იცდის".

ბორელმა ეს კომენტარი 15 ოქტომბერს გააკეთა, ერთ დღეში მას მერე, რაც ევროპის კავშირის დესპანი ენრიკე მორა თეირანში იმყოფებოდა იმ მიზნით, რომ მიეღწია მოლაპარაკებების განახლების მტკიცე თარიღისთვის. ბირთვული შეთანხმებით ირანს ზოგიერთი საერთაშორისო სანქცია გაუუქმეს, ხოლო მას, საპასუხოდ, თავისი ბირთვული პროგრამა უნდა შეეზღუდა.

შეთანხმებას საფრთხე შეექმნა მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ცალმხრივად გამოიყვანა შეერთებული შტატები ამ შეთანხმებიდან 2018 წელს.

არაპირდაპირი მოლაპარაკებები ორივე მხრიდან შეთანხმების პირობების დაცვის შესახებ შუამავლების მეშვეობით ექვსი თვის წინ დაიწყო ვენაში. მონაწილე მხარეებს, ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და რუსეთს შორის შეხვედრები შეწყდა ირანის არჩევნების შემდეგ. ირანის ახალი პრეზიდენტი გახდა ხისტი პოლიტიკოსი ებრაჰიმ რაისი.

მას შემდეგ, რაც მორა თეირანში შეხვდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალი ბაღერის, რომელიც ირანის ბირთვულ სფეროს განაგებს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მხარეები "შეთანხმდნენ, ამ დღეებში, ბრიუსელში, გაეგრძელებინათ დიალოგი საკითხებზე, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს".

XS
SM
MD
LG