Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შავმა ლომმა“ პრემიული ქულით მოუგო ისრაელის „თელავივ ჰითს“


რაგბის პირველმა პროფესიულმა ქართულმა ფრენჩაიზმა ევროპის სუპერთასის გათამაშებაში, სადებიუტო მატჩში ადვილი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების მორაგბეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, ტურნირის პირველ ტურში „თელავივ ჰითს“ ავჭალის სტადიონზე ოცდასამქულიანი უპირატესობით და პრემიული ქულით აჯობა - 33:10.

მასპინძლებმა ოთხი ლელო გაიტანეს. სამჯერ აკაკი ტაბუცაძემ შეიტანა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში, ერთხელ - შალვა მამუკაშვილმა.

23 ოქტომბერს „შავი ლომი“ პენზის „ლოკომოტივს" ესტუმრება. 30 ოქტომბერს - „ენისეის“. დარჩენილი სამი ტურის შეხვედრები დეკემბერში შედგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG