Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა გაუშვა კოსმოსური აპარატი, რომელიც ასტეროიდებს გამოიკვლევს 12-წლიანი მისიის განმავლობაში


აშშ-ის კოსმოსის კვლევის ორგანიზაცია NASA-მ 16 ოქტომბერს კოსმოსში გაუშვა ზონდი, რომლის მიზანია მზის სისტემის ჩამოყალიბების შესახებ ახალი მონაცემების შეგროვება - ასტეროიდების შესწავლის მეშვეობით. მისია, სავარაუდოდ, 12 წელიწადს გასტანს.

კოსმოსური ხომალდი სახელწოდებით Lucy, პირველი იქნება, რომელიც გამოიკვლევს ქვიან სხეულებს, რომლებიც იუპიტერის ტროას ასტეროიდების სახელითაა ცნობილი.

Lucy დილას, ადრე, United Launch Alliance Atlas V რაკეტით გაუშვეს კანავერალის კონცხის კოსმოსური ძალების სადგურიდან ფლორიდაში.

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს თანახმად, Lucy დააკვირდება რვა ასტეროიდს - უფრო მეტს, ვიდრე ნებისმიერი სხვა საკვლევი ზონდი აქამდე - და გახდება პირველი კოსმოსური ხომალდი, მზის ენერგიაზე მომუშავე, რომელიც მზისგან ასე შორს გაეშურება.

Lucy-ს აფრიკაში ნაპოვნი ადამიანის წინაპრის უძველესი განამარხის სახელი დაარქვეს. მისი პირველი შეხვედრა ასტეროიდთან 2025 წელს მოხდება მზის სისტემის მთავარ სარტყელში, მარსსა და იუპიტერს შორის.

2027 და 2033 წლებს შორის ის შეხვდება შვიდ ტროას ასტეროიდს იუპიტერის გარშემო. იუპიტერის ტროას ასტეროიდები, - რომლებიც, როგორც მიიჩნევენ, 7000-ზე მეტი არიან, - წარმოადგენს საწყის მასალას , რომელიც გიგანტური პლანეტების - იუპიტერის, სატურნის, ურანის და ნეპტუნის წარმოშობიდან დარჩა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG