Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიის პოლიციას ახლა ეჭვი ეპარება მშვილდ-ისრით თავდამსხმელის რადიკალ-ისლამისტობაში


პოლიცია ნორვეგიის ქალაქ კონგსბერგში, მკვლელობის ღამეს. 13 ოქტომბერი, 2021 წელი
პოლიცია ნორვეგიის ქალაქ კონგსბერგში, მკვლელობის ღამეს. 13 ოქტომბერი, 2021 წელი

ნორვეგიის პოლიცია, რომელიც იძიებს ამ კვირაში ნორვეგიის ქალაქ კონგსბერგში მშვილდ-ისრით შეიარაღებული კაცის მიერ ხუთი ადამიანის მკვლელობის საქმეს, აცხადებს, სულ უფრო საეჭვოა, რომ თავდამსხმელი ისლამისტური იდეოლოგიით იყო მოტივირებული.

პოლიციის ინსპექტორმა ტომას ომჰოლტმა 16 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახლა ჩანს, ეჭვმიტანილს სინამდვილეში ისლამი არ მიუღია, როგორც ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ.

ომჰოლტმა განაცხადა, რომ სულ უფრო იხრებიან იმისკენ, რომ ფსიქიკური დაავადება გახდა 13 ოქტომბერს ოსლოს სამხრეთ-დასავლეთით, კონგსბერგის ცენტრში მომხდარი მასობრივი მკვლელობის მიზეზი.

ესპენ ანდერსენ ბრატენმა, 37 წლის დანიელმა მოქალაქემ აღიარა, რომ ხუთი ადამიანის მშვილდ-ისრით მკვლელობა.

ნორვეგიის სასამართლოს განკარგულებით, ბრატენი სამედიცინო დაწესებულებაში დაყოფს ოთხ კვირას, სანამ სპეციალისტები მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას დააკვირდებიან.

სრული ფსიქიატრიული შეფასება აუცილებელია იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა ბრატენმა იურიდიულად აგოს პასუხი ჩადენილი ქმედებისთვის.

ხელისუფლებამ თავდაპირველად განაცხადა, რომ თავდასხმა შესაძლოა ტერორისტული აქტი ყოფილიყო, მაგრამ არც თავდამსხმელის ფსიქიკური არასტაბილურობა გამორიცხა. ბრატენი ადრეც ცნობილი იყო პოლიციისთვის. პოლიციამ ივარაუდა, რომ მან ისლამი მიიღო.

ნორვეგიის ხელისუფლება პოლიციისა და უშიშროების სააგენტოების ქმედებების დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს თავდასხმის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG