Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა პარიზის გრან სლემზე


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე პირველი მედალი მოიპოვა - ეთერ ლიპარტელიანი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა რეპეშაჟის ფინალამდე, სამი შეხვედრიდან ორი მოიგო და ერთი წააგო. გადამწყვეტ ბრძოლაში კი მეტოქე არ გამოცხადდა და ბრინჯაოს ზედმეტი ნერვიულობის გარეშე დაეუფლა.

პარიზის გრან სლემის დასკვნით დღეს - 17 ოქტომბერს, საქართველოს სახელით კონკურენციაში ჩაებმებიან: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ) და ონისე სანებლიძე (100 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG