Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ორდღიან ვიზიტს ჩაატარებს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი


17-18 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, ივან კორჩოკი. ივან კორჩოკი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავასთან.

აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, საქართველოში ჩამოდის სლოვაკური ბიზნეს-დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი ბიზნეს-ფორუმის გამართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართულობით.

XS
SM
MD
LG