Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაბო-ვერდეს ხელისუფლებამ აშშ-ს გადასცა მადუროს წარგზავნილი


ალექს სააბი
ალექს სააბი

აფრიკის კუნძული-სახელმწიფოს, კაბო-ვერდეს ხელისუფლებამ აშშ-ს გადასცა ვენესუელის მოქალაქე, ბიზნესმენი, ალექს სააბი. მას ბრალად ედება „ფულის რეცხვა“ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს სასარგებლოდ. აშშ კანონიერ პრეზიდენტად მადუროს არ მიიჩნევს. სააბს მადუროს საგანგებო წარგზავნილის სტატუსი აქვს.

სააბის ექსტრადიციის შესახებ ცნობა 16 ოქტომბერს გაავრცელა კაბო-ვერდეს რადიო. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ის გადაეცეს აშშ-ს, სექტემბერში მიიღო ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ.

ბიზნესმენი აშშ-ის მიერ გაცემული საერთაშორისო ორდერის ძალით დააკავეს კაბო-ვერდეს კუნძულ სალზე, როცა მისი თვითმფრინავი, რომელიც ვენესუელიდან ირანში მიფრინავდა, ბენზინით გასამართად დაეშვა კუნძულზე. ვენესუელის ხელისუფლებამ პროტესტი გამოვთქვა, მაგრამ კაბო-ვერდეს სასამართლოებმა მის არგუმენტებს ყური არ ათხოვეს.

კუნძულ-სახელმწიფოში ახლახან დაინიშნა რუსეთის ელჩად ნატალია პოკლონსკაია, რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი და ანექსირებული ყირიმის რუსული პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელი. ამის შემდეგ უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამზადებენ მოთხოვნას პოკლონსკაიას ექსტრადიციის შესახებ. მის მიმართ უკრაინაში საქმეა აღძრული.

XS
SM
MD
LG