Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი კანონმდებლის მკვლელობასთან დაკავშირებით დააკავეს სომალური წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე


ბრიტანეთის პარლამენტის წევრი სერ დევიდ ემესი
ბრიტანეთის პარლამენტის წევრი სერ დევიდ ემესი

ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, სერ დევიდ ემესის მკვლელობასთან დაკავშირებით, დააკავეს ბრიტანეთის მოქალაქე, სომალური წარმოშობის ალი ჰარბი ალი, რომლის მამა ადრე სომალის მთავრობის მეთაურის მრჩევლად მუშაობდა.

ამის შესახებ ცნობა გაავრცელა ბი-ბი-სიმ ბრიტანეთის მთავრობაზე დაყრდნობით.

ალი დაკავებული ჰყავთ ტერორიზმთან ბრძოლის ზომების ჩარჩოებში. მისი დაკითხვა ალბათ, პარასკევამდე გაგრძელდება.

გარკვეული დროის წინ, ბრიტანეთის ხელისუფლებმა ალი ჩართეს პროგრამაში, რომელიც მოქალაქეთა ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება. თვითონ ალი, სპეცსამსახურებისთვის ინტერესს არ წარმოადგენდა.

15 ოქტომბერს, სერ ემესის მოკვლის დღეს, პოლიციამ განაცხადა, რომ წინასწარი გამოძიება მიუთითებს, რომ დანაშაულის შესაძლებელ მოტივი რადიკალურ ისლამთან კავშირი შეიძლება იყოს.

ლი ჰაბრი ალი ლონდონში ჰყავთ საპატიმროში. ადრე იტყობინებოდნენ მხოლოდ, რომ დაკავებულია 25 წლის კაცი.

მამა, ჰაბრი ალი კულანი, უკვე ესაუბრა პოლიციას, რომელმაც მის ტელეფონს კონფისკაცია გაუკეთა.

ბი-ბი-სი ასევე იტყობინებოდა, რომ პოლიციამ ლონდონში კიდევ გაჩხრიკა სამი ბინა, მაგრამ სხვა არავინ იძებნება. 69 წლის სერ ეიმსზე, კონსერვატორული პარტიის წევრზე, თემთა პალატის დეპუტატზე, თავდასხმა მოხდა ხუთი წლის შემდეგ მას მერე, რაც განხორციელდა კოქსის, ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის კანონმლებლის, მკვლელობა.

დევიდ ემესს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს დანით დაესხნენ თავს.

თავდასხმა მოხდა ქალაქ ლეი-ონ-სის ეკლესიაში, ესექსის საგრაფოში. დეპუტატს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ექიმებმა სცადეს დევიდ ემესისთვის დახმარება პირდაპირ ეკლესიაში აღმოეჩინათ, მაგრამ თავდასხმიდან ორ საათში იგი მიღებული ჭრილობებით დაიღუპა.

სერ დევიდ ემესი 69 წლისა იყო. მას ცოლი და ხუთი შვილი ჰყავდა.

ის პარლამენტის წევრი იყო 1983 წლიდან. მის შესახებ წერენ, რომ აბორტების აქტიური მოწინააღმდეგე იყო და ჩაბმული იყო ცხოველთა დაცვის საქმეში.

XS
SM
MD
LG