Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილობრივი არჩევნები - გამოცდა ჩრდილოეთ მაკედონიის მმართველი სოციალ-დემოკრატებისთვის


ჩრდილოეთ მაკედონიაში ამომრჩევლებმა 17 ოქტომბერს ხმა მისცეს ადგილობრივ არჩევნებში, რომელიც პირველი გამოცდაა პრემიერ-მინისტრ ზორან ზაევის მმართველი კოალიცია - მაკედონიის სოციალურ-დემოკრატიული კავშირისთვის - მას შემდეგ, რაც მან მცირე უპირატესობით მოიგო საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ივნისში.

ადგილობრივი დროით 17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 41 პროცენტს მიაღწია. საარჩევნო უბნები გააგრძელებენ მუშაობას დათქმული ვადის, 19 საათის შემდეგაც, რადგან ზოგიერთ უბანში შეფერხებები იყო.

ჩრდილოეთ მაკედონიას დაახლოებით 1.8 მილიონი ამომრჩეველი ჰყავს, რომლებიც ადგილობრივ ოფიციალურ პირებს აირჩევენ 80 მუნიციპალიტეტში და კიდევ 10 მუნიციპალიტეტში. მთლიანობაში, 11000 კანდიდატი იყრის კენჭს ადგილობრივ დონეზე. მათ შორის არის მერობის 300 კანდიდატი, ისევე მუნიციპალური საბჭოების კანდიდატების 546 სია. ოთხი პარტია, რომელიც ზაევის მმართველ კოალიციას შეადგენს, მხარს უჭერს ლიბერალ-დემოკრატიულ პრინციპებს და ინტეგრაციას ევროპის კავშირში და ნატოში.

მმართველი კოალიციის მთავარი მეტოქეები არიან ნაციონალისტი კანდიდატები ოპოზიციური "მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია - მაკედონიის ერთიანობის დემოკრატიული პარტიიდან" (VMRO-DPMNE).

VMRO-DPMNE-ის წევრებს ხუთ მუნიციპალიტეტში ეკავათ მერის პოსტი არჩევნებამდე. მაკედონიის ერთიანობის დემოკრატიული პარტია თანამშრომლობს ოპოზიციურ "ალიანსთან ალბანელებისთვის" და "ალტერნატივასთან".

თანამშრომლობის შესახებ მათი შეთანხმების მიხედვით, მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტია წარადგენს მერობის კანდიდატს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში და მეორემ კი, კანდიდატების მხარდაჭერის პირობა დადო. რამდენიმე დამოუკიდებელი სია აქტივისტებისა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ასევე იყრის კენჭს ადგილობრივ ორგანოებში.

XS
SM
MD
LG