Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის ელჩმა ბელარუსი დატოვა


ნიკოლა დე ლაკოსტი

ბელარუსი დატოვა საფრანგეთის ელჩმა ნიკოლა დე ლაკოსტმა. ინფორმაცია რადიო თავისუფლების ბელარუსიულ სამსახურს დაუდასტურეს მინსკში, საფრანგეთის საელჩოში. დე ლაკოსტი საელჩოს თანამშრომლებს დაემშვიდობა და მინსკიდან გამგზავრების წინ ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელიც საელჩოს საიტზე დღეს, 18 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

საფრანგეთის ელჩს 18 ოქტომბრამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საელჩოში მოთხოვნის მიზეზს ჯერჯერობით არ ასახელებენ.

ნიკოლა დე ლაკოსტი საფრანგეთის ელჩად ბელარუსში 2020 წელს დაინიშნა. მან რწმუნებათა სიგელები გადასცა მინისტრ ვლადიმირ მაკეის, თუმცა, სიგელის ასლის გადასაცემად არ შეხვედრია ალექსანდრ ლუკაშენკას. საფრანგეთმა, ევროკავშირის სხვა სახელმწიფოების მსგავსად, არ აღიარა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკას გამარჯვება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG