Accessibility links

site logo site logo

არჩევნები 2021: რა მოხდა და რა მოხდება?


ავტორი: გიორგი აბულაძე

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომელსაც ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებდა 19 აპრილის ე.წ. მიშელის დოკუმენტის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც თუ მმართველი პარტია პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო. ამ დროისთვის ოფიციალური სადავო შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ 46.7% მოიპოვა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 30.7%, გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ კი 7.8%. წინასაარჩევნო პერიოდსა და უშუალოდ არჩევნების დღეს არაერთი სერიოზული დარღვევა გამოვლინდა, რასაც ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

ვინ გაიმარჯვა არჩევნებზე?

ცეესკოს ოფიციალური შედეგებით გამარჯვება მმართველმა პარტიამ მოიპოვა, თუმცა აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ მმართველმა პარტიამ ყველა თვითმართველ ქალაქში კრახი იწვნია. 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტური დაინიშნა. რამდენიმე ქალაქში ოპოზიციის მერობის კანდიდატები პირველ ადგილზეც გავიდნენ (მაგ.:ზუგდიდი, ქუთასი, რუსთავი). საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქის–ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა მიიღო ოპოზიციამ. თბილისში „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა მხოლოდ 40.3% მიიღო, ხოლო მოქმედმა მერმა კახა კალაძემ ხმათა 45%-თ პირველ ტურში გამარჯვება ვერ შეძლო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ცალსახად იმის თქმა, რომ ხელისუფლებამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და შედეგებით კმაყოფილია ვერ მოხდება. თუმცა, ხელისუფლებამ სამწუხაროდ გამარჯვება მოიპოვა ე.წ. რეფერენდუმში, რადგან მან ხმათა 43%-ზე მეტი მიიღო და ამით დასავლეთის წნეხი ვადამდელ არჩევნებზე თავიდან აიცილა, მაგრამ ეს ფაქტი როდი ნიშნავს რომ ხელისუფლებამ ძალთა არსებული გადანაწილებით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების რისკი სრულად გაანეიტრალა? შეუძლებელია „ქართული ოცნების“ შედეგში არ აღვღნიშნოთ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის როლი, რომელმაც მართალია თავისი ჩამოსვლით საკუთარ პარტიას დიდი უპირატესობა მისცა, თუმცა მმართველ პარტიას ამომრჩეველთა მობილიზაცია გაუმარტივა. მე დარწმუნებული ვარ, რომ არა სააკაშვილის ფაქტორი და ამომრჩეველთა შედარებით დაბალი აქტივობა (თუმცა ყველაზე მაღალი თვითმართველობის არჩევნების ისტორიაში) მმართველ პარტიას 40%-ის მიღებაც გაუჭირდებოდა. აქტივობა ვახსენე და უნდა ვთქვა, რომ 52%-იანი აქტივობა (1.8 მლნ. ამომრჩეველი) დაბალი მაჩვენებელი არ არის, თუმცა ვერ აღმოჩნდა საკმარისი უაღრესად პოლარიზებულ გარემოში მყისიერი ცვლილებებისთვის.

რას შეცვლის ეს არჩევნები?

უპირველეს ყოვლისა გააჩენს მეტ პლურალიზმს, რაც აუცილებელი პირობაა ქვეყანაში ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის. საკრებულოები უფრო მრავალფეროვანი გახდება. მეორე ის, რომ არაკომპეტენტური, ამორალური და ავტოკრატიული საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად გაიხრწნება, ამ ხრწნის სუნს იგრძნობს ყველა როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის გარეთ და ძალიან მალე ის უბრალოდ აუტანელი გახდება. იმედი მაქვს ეს არჩევნები წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოში ორპოლუსიანობის დასრულებისთვის. ხაზი უნდა გავუსვა ე.წ. შუაშისტური (არანაცური) ოპოზიციის შეცდომებს, რომლებმაც არ შექმნეს ერთობლივი ალიანსი, არ წარადგინეს საერთო კანდიდატები და არ აწარმოეს საკმარისად აქტიური კამპანია. ბოლოს, მიუხედავად ჩემი არაკეთილგანწობილი დამოკიდებულებისა, ობიექტურობა მოითხოვს ვთქვა, რომ ყოფილი პრემიერის პარტიამ აწარმოა ყველაზე თანმიმდევრული და ეფექტური კამპანია და საკამაოდ კარგი შედეგიც მიიღეს (რომ არა გამწვავებული პოლარიზაცია ის 50%-თ მეტ ხმას მიიღებდა), ახლა მათ ხელშია კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბების ძალიან მნიშვნელოვანი გასაღები.

რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ?

ოპოზიციას ბოლო კვირის ვნებათაღელვის გათვალისწინებით ცუდი შედეგები არ აქვს (უკეთესიც შეიძლებოდა). ისინი უნდა მოემზადონ მეორე ტურებისთვის და უზრუნველყონ საკუთარი ამომრჩევლების საარჩევნო უბნებთან მიყვანა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თბილისის შედეგები. ასევე უმნიშვნელოვანესია შედეგების გადათვლია მოთხოვნაც. შემაჯამებელი ოქმების 27%-ში გამოვლინდა დისბალანსი, რასაც საბოლოო შედეგებზე შესაძლოა რამდენიმე პროცენტიანი გავლენა ჰქონდეს. დაბალი ბარიერისა და იმის გათვალისწინებით, რომ მაჟორიტარებისთვის დადგენილი 40%-იანი ბარიერი არაერთმა მათგანმა მხოლოდ რამდენიმე პროცენტით გადალახა, დროულად შედეგების გადათვლა კრიტიკულად აუცილებელია. ამან შეიძლება დასწიოს მმართველი პარტიის შედეგი და ისეთ შემთხვევებში სადაც ოპოზიციას და „ოცნებას“ თანაბარი შედეგები აქვთ, ოპოზიციის სასარგებლოდ გადახაროს ყველაფერი. არაერთი პარია საარჩევნო ზღურპლის მიჯნაზეა, თუ გავითვალისწინებთ ამ მასშტაბის დისბალანს და გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობას, სავსებით რეალურია მათი შედეგი შეიცვალოს.

რა მოხდება?

პროგნოზი რთულია. ალბათ ბევრ მეორე ტურს ხელისუფლება მოიგებს. ის ასევე უარს არ იტყვის გაყალბებასა და ამომრჩეველთა ნების კონტროლზე. მიუხედავად ამისა ის კონფიგურაცია რაც დღეს ქართულ პოლიტიკაშია ოპოზიციას საკმაოდ ძლიერ მდგომარეობაში აყენებს. ჩემი მოლოდინით მმართველი პარტიის რიგებში რღვევა გაღრმავდება. უფრო მოიმატებს არადემომრატიული ნაბიჯები და გართულდება დასავლეთთან ურთიერთობა,თუ ამ ყველაფერს მწვავე სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციას დავუმატებთ არსებობს მაღალი ალბათობა რომ 2024 წლამდე საქართველოში ვადამდელი არჩევნები იქნება. უნდა გამოვყო საქართველოა რეტროგრადი პრემიერ მინისტრი და მისი არაკვალიფიციური გუნდი, რონლებიც უამრავ აბსურდულ გადაწყვეტილებებს იღებენ, ასეთ სიტუაციაში როდის იფითქებს საზოგადოება და რა მოხდება არავინ იცის. ფაქტი ჯიუტია, რომ ის ადამიანები რომლებსაც არც წარსულის ძალა სურთ და არც აწმყოს, არ დადიან არჩევნებზე და საბოლოოდ ორივეს უნებლიეთ უჭერენ მხარს. ყველა მოქალაქემ და პოლიტიკურმა ძალამ უნდა ეცადოს, რომ როგორმე მშვიდობიანად მივაღწიოთ არჩევნებს და შევცვალოთ ავტოკრატიული რეჟიმი ამ გზით. იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობის ნაწილი კვლავ გულგრილი დარჩება არჩევნების მიმართ, ადრე თუ გვიან ამ რეჟიმის შეცვლა მოხდება სავარაუდოთ ქუჩის გზით, რომელიც შესაძლოა როგორც ხელისუფლებისთვის ისე ქვეყნისთვის დრამატულად დასრულდეს, რაც არცერთ ჩვენგანს არ უნდა უნდოდეს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG